Sunday, October 5, 2014

პროექტის  სახელწოდება

 გიორგი  მერჩულე--  გრიგოლ  " ხანძთელის  ცხოვრება "
პროექტის  მთავარი  თემა
"  ზეცის  კაცი  და  ქვეყნის  ანგელოზი"
პროექტის  აქტუალობა
კლარჯეთის  კულტურული  მემკვიდრეობის  გაცნობა  და   წმინდა  გრიგოლის  ღვაწლის  საზოგადოებრივი  მნიშვნელობა
პროექტის  მიზნები
ტექსტზე  მუშაობის ,შედარების  ,დასკვნების  გამოტანისა  და      ჯგუფში  მუშაობის  უნარ  -ჩვევების   განვითარება
მონაწილეთა  ასაკი
საშუალო  ასაკის  საფეხურის   მოსწავლეები
ვადები / ხანგრძლივობა
ორი  კვირა
მოსალოდნელი   შედეგები
მოსწავლე   წერილობით  გადმოსცემს  საკუთარ  თვალსაზრისს  სადავო  პრობლემურ   საკითხებზე  და აჯამებს    განსხვავებულ  შეხედულებებს   მოცემულ  საკითხებზე


პროექტისათვის  საჭირო
რესურსები
მე-10  კლ;ასის  სახელმძღვანელო  ,ნათელა   მაღლაკელიძე.  პროექტორი,   დაფა,  ცარცი.


პროექტის   მსვლელობა
კლასს  ვყოფ  სამ  ნაწილად   და  ვთხოვ  შემდეგ  საკითხთა  გათვალისწინებით   მუშაობას.
 1 - ლი   ჯგუფი---გრიგოლ  ხანძთელის  ღვაწლის   შეფასება
    მე-2  ჯგუფი
მე-2  ჯგუფი
რომანული  ეპიზოდები
  მე-3  ჯგუფი
ნაწარმოებში  ასახული  ეპოქა.
აქტივობა-კითხვა-პასუხი
კითხვების  საშუალებით   მოსწავლეები   მსჯელობენ  აშოტ  კურაპალატის   სულის   გამხრწნელი  საქმის   შესახებ   ჯავახეთის   საეკლესიო   კრების   მოწვევის   მიზეზებზე   და  მნიშვნელობაზე
საერო  და  სასულიერო  პირთა   საქმიანობაზე
სიღმისეული   წვდომის   მიზნით  პროექტორით  ვუჩვენებ  ვიდეო   მასალას  და   სურათებს 
საგნობრივი  კავშირი   და   ეროოვნულ  -სასწავლო   გეგმასთან   კავშირი
ისტორიის  მასწავლებლის  დახმარებით   და   ინტერნეტის   საშუალებით  ვუჩვენებ   ტაო --კლარჯეთის  ფოტო  -მასალას    იმ  მონასტრებს  ,რომლებიც   გრიგოლ   ხანძთელის   მოღვაწეობის   პერიოდში    მისი   უშუალო   ღვაწლით   აიგო  .მოსწავლეებს   შეკრებილი   აქვთ   მასალები    აშოტ   კურაპალატის    შესახებ   წაკითხული  აქვთ  ვასილ   ბარნოვის--"ტრფობა --წამებული"მონახულებული   აქვთ  ახალდაბის   " ნეძვისის "  ტაძარი

პროექტის   ხელმძღვანელი
მარინე   ჯაბახიძე

No comments:

Post a Comment